,,დიდი კავშირები" - ონლაინ ჟურნალი 

პატრიარქი ემიგრანტებს დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ეს სამი მცნება ქვეყნისთვის უმთავრესად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა  სამებაში დაასახელა. საკვირაო ქადაგების დროს, ილია მეორემ      ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა ყურადღება და უფალს ქვეყნის მალე გამთლიანება შესთხოვა.

ქადაგებისას, პატრიაქრმა აქცენტი ქვეყნიდან უცხოეთში წასულ ქართველებზეც გააკეთა და ყველა მათგანს, გაჭირვების მიუხედავად, საქარველოში დაბრუდება სთხოვა. ილიას თქმით, ადამიანმა თავისი საუნჯე არ უნდა დატოვოს.

"მივმართავ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, დაბრუნდით საქართველოში. ადამიანმა საკუთარი საუნჯე არ უნდა დატოვოს. მე არასოდეს ველოდი, რომ ასე ადვილად გავიდოდა ქვეყნიდან დიდი რაოდენობის მოსახლეობა. მესმის, რომ ისინი ქვეყნის გარეთ გაჭირვებამ გაიყვანა, თუმცა ჯობია გაჭირვებაში ვიყოთ ჩვენს სამშობლოში. მივმართავ ქართველ ემიგრანტებს, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და დაბრუნდით ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ," - ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქის თქმით, უპირვლეს ყოვლისა ადამიანი უნდა იყოს ჭეშმარიტი სარწმუნოების მქონე და "ეს იქნება საფუძველი ჩვენი ცხოვრებისა".

"საქართველო აუცილებლად გამოვა სამშვიდობო გზაზე. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაკარგული კი არ არის, ის იყო და არის საქართველოს შემადგენელი, მაგრამ დროებით ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამ ადგილებს. ჩვენს შორის იყო და დარჩება სიყვარული და მეგობრული ურთიერთობა. აფხაზებმა უნდა დაინახონ, სად არის მათი გადარჩენის გზა," - ბრძანა პატრიარქმა.

წყარო: რუსთავი2

 

გილოცავთ ქართული დიასპორის დღეს!

ნანა მეფარიშვილი, ნიუ-იორკი

მე და ბებია

ვერ ამოაშვრე ი ჭაი იქანა?- ბაგეზე შეფარული ღიმილით მეუბნება ბებიაჩემი და უსაშველოდ უხარია,როცა ყველა ჭურჭელი სავსეა წყლით. არადა,არც ვემეტები ვედროების სათრევად. მეც ამ გულწრფელ სიბრალულს, დაფარული სიხარული მირჩევნია მისი და გამწარებული ვეზიდები წყალს ახლომდებარე ჭიდან,რომელიც არავის ეზოში არ დგას და ყველა მოსახლეს ისე ეკუთვნის,როგორც ერთს.


წაიკითხეთ სრულად..

ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მცირე ხნით წასვლა უცხოეთში", - ამის შესახებ სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა ფინეთში მისი მოგზაურობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ იქ მრავალ ქართველს შეხვდა, მათ შორის ორი-სამი წლის წასულებს საქართველოდან, რომელთა შვილებმაც ქართული ენა არ იციან. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უცხოეთში ბავშვების გაგზავნით მშობლები შვილებს მძიმე მდგომარეობაში აგდებენ, რადგან მათ საკუთარი კულტურისა და ისტორიის შესახებ ბევრი არაფერი იციან, საზღვარგარეთ კი ქართულ ენას კარგავენ.

 

 გიული ჩქარეული

განა სიკვდილის შიში მაქვს,
,,სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს'",
არ მინდა სამშობლოს ნატვრის,
კვნესა უცხოეთს წამომცდეს.
არ მინდა შორეთს მიყელოს,
გულს დარდი მიჭამს მღილივით,
შორს ჩამოვწყდები ჩემს ზეცას,
გულს აწყვეტილი ღილივით.
ჩემს ბედის მწერელს ვემდური,
შორს გამიტყუა, გამწირა,
მთა-ჭიუხებში გაზრდილი,
წყალთა დონემდე დამწია.
განა ბევრ რამეს ვთხოულობ,
ანდა ვემალვი სიკვდილსა?

სრულად...

გაიცანით - თვითნასწავლი მხატვარი  ქეთი ჯიბლაძე

თუ გსურთ, გაიცნოთ ქალაბატონი ქეთი ჯიბლაძე, მის ნამუშევრებს დააკვირდით. გაიგებთ ყველაფერს: მის სულიერ სამყაროს, წარსულს, აწმყოს, ოცნებებს, სიყვარულს და, რაც მთავარია, სამშობლოს მონატრებას! ქალბატონი ქეთი საბერძნეთში ცხოვრობს უკვე ოცი წელია, სიდუხჭირემ უცხო ქვეყანაში გადახვეწა 1994 წელს, მაგრამ ბედსაც სწია. 

სრულად...

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ლია ბაკურაძის

ფერეიდნული ალბომი

------------------------------------------------------------------------------------------------------

ნანა მეფარიშვილი (ნიუ-იორკი) მე შენ მიყვარხარ, საქართველო!

ხანდახან ისეთი პატარა ვარ,
წერტილიც არა ვარ მიწის.
ისეთ მცირეზე ავტირდები,
ბავშვიც კი დამაყრის სიცილს.

ხანდახან ისეთი მამაცი ვარ,
ტყვიას ავაფარებ სახეს.
გული არ მეტევა საგულეში,
მართლა გავაოცებ მნახველს.

ხანდახან ისეთი შეშლილი ვარ,
სამყარო ვერ მიტევს თითქოს.
ცისხელა სიყვარულს ამოვაფრქვევ,
სანაცვლოდ უმცირესს ვითხოვ.

                                                                  იხილეთ ვრცლად...

ახალი ამბები

ივანიშვილი ემიგრანტებს შეხვდა

ბრიუსელში, სასტუმრო შრატონში შეკრებილი ემიგრანტები ბიძინა ივანიშვილს ტაშით შეხვდნენ. გუშინ პრემიერმა ოფიციალური შეხვედრები ქართველებთან შეხვედრით დაასრულა. მათი ძირითადი ნაწილი ბელგიაში მცხოვრები ქართველები იყვნენ, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან...

საქართველოს უახლეს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ძალა, რომელსაც ქართველი ერი დიდ იმედებს უკავშირებს. მან გაიმარჯვა და მინისტრთა ახალი კაბინეტიც დამტკიცდა.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა კოტე სურგულაძე. ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას! :) ♥
 

 

ამონარიდი ექსპედიის ჩანაწერებიდან

ტარიელ ფუტკარაძე, წინ წინაპართა გზაა

როგორ არ ჩანს ამ სურათის ხიბლი: არტანუჯის ეს ადგილი შუა ქარაფია; ვიწრო ბილიკზე მხოლოდ ერთი ფრთხილი კაცი თუ გაივლის; გამყავდა თითო-თითო და ვთხოვდი, სანამ მე მოვბრუნდებოდი, კედელზე მიყრდნობილი უძრავად ყოფილიყვნენ; მე გადავიღე ეს სურათი და არ მქონდა სივრცე, რომ მთლიან მასშტაბში გადამეღო... საოცარი ფოტო იქნებოდა, ვინმეს ვერტმფრენიდან რომ გადაეღო: ქარაფის შუაგულში კედელს მიკრული ანგელოზები 

 

სიახლეები

აბოლყასემე აჰმადი: მთელი ცხოვრება მესიზმრებოდა, რომ საქართველოში ვარ

ტარიელ ფუტკარაძე - (ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი)   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანმა...

მთავარი

ილია მეორემ უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდებიც დალოცა

  სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ, დღეს მოსმენის მნიშვნელობის კულტურაზე იქადაგა. პატრიარქის თქმით ყველამ უნდა იფიქროს, იმაზე შეუძლია თუ არა მას სხივისი მოსმენა და აზრების გაზიარება. ,,ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა და ის ქვეყნის სასიკეთოდ უნდა იყოს...

ბორის გაპონოვი - ,,ვეფხისტყაოსნის'' გენიოსი მთარგმნელი

  ,,ვეფხისტყაოსნის" თარგმანი დღეს მრავალ ენაზეა შესრულებული. პირველად იგი ევროპულ ენებზე თარგმნეს. ამ პოემის აღმოსავლურ ენებზე თარგმნა ბევრად უფრო გვიან დაიწყო. პოემა ითარგმნა და გამოიცა აზერბაიჯანულად, ტაჯიკურად, იაპონურად, არაბულად. არსებობს თურქული თარგმანიც, ყველა ხსენებული თარგმანი...

ნოდარ დუმბაძე - სამშობლო

  ახლა აღარ მახსოვს კარგად, რომელ კლასში ვიყავი, მეოთხეში თუ მეხუთეში. - დუმბაძე, ადექი და მიპასუხე. რა არის სამშობლო, - ამაყენა ქართულის მასწავლებელმა. - სამშობლო... სამშობლო ადგილია, სადაც დავიბადე და... - კიდევ? - ჩამეკითხა მასწავლებელი, ძალიან დიდხანს ვიფიქრე, - დაჯექი დუმბაძე, -...

ნიკო ნადირაშვილი,

მე - ერთ-ერთი

რიგითი ჯარისკაცი...

არასოდეს მითქვამს, რასაც ახლა გეტყვით, პირველად ვამბობ: ჩემი სალამური, რომლიდანაც გამოვცემ ბგერებს, ქრისტეს საფლავზე იდო 2 წუთით... შემდეგ ავიღე სალამური და...

მთავარი

ლამარა გიგოლაშვილი - ჩემი მეგობარი მანანა!

  ახლახან ჩემმა მეგობარმა, მანანა არონაშვილმა, დამირეკა ისრაელიდან და მთხოვა, მის ახლობელს თავისუფლების მოედნის მეტროსთან საღამოს 7 საათზე შევხვედროდი. გზად გამიწვიმდა. ზაფხულის სასიამოვნო შხაპუნა წვიმა მოულოდნელად დამესხა თავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ შემაფერხა. დათქმულ დროს დათქმულ...

 ------------------------------------------------------------------------------------------------------

       რეზო ჟღენტი - სიბრძნე დენ ბრაუნისგან

ყველაფერი შესაძლებელია. შეუძლებელი უბრალოდ ბევრ დროს მოითხოვს.  

 ------------------------------------------------------------------------------------------------------


 

new

ციური ზვიადაური - საქართველოს მიჯნურობა

    მეგობრებო, მე ათენში ვცხოვრობ უკვე რამდენი წელია და აქედან გაწვდით ჩემი გულის ამოძახილს, რომელიც ლექსის ფორმას იღებს და ფურცელზე იღვრება. ჩემს ალბომებში ვეღარ მნახავთ საქრთველოს სიწმინდეების ფონზე გადაღებულს, მე საბერძნეთის დიდებულ ნანგრევებთან ვდგევარ, მაგრამ სულ სამშობლოზე...

400 წლის მერეც ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ!

  400 წლის წინ ირანის შაჰმა აბას I-მა ქართველები  (ზოგიერთი ისტორიული წყაროს თანახმად, 130 ათასი სული) მშობლიური მიწიდან აყარა და ირანის გზას გაუყენა. ქართველთა ნაწილი გზაში დაიღუპა, გადარჩენილები კი სხვადასხვა პროვინციაში დაასახლეს. გადასახლებულთაგან ზოგი ირანელ მოსახლეობას შეერია,...

აბოლყასემე აჰმადი, მოკითხვა ფერეიდნიდან

  გამარჯობა.   როგორ  ხართ?  შენი  ოჯახი  კარგად  არის?  მომიკითხე  შენი  ნამდვილი  მეგობრები! გილოცავთ  თქვენი  დიდი  დღესასწაულის  დღესა, 26 მაისს,  და  ბედნირებას  გისურვებთ!  მე ...

პასუხები მამა სამოელისგან

   უფალს ვევედროთ, რომ მოგვცეს ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობა მამულისა, ენისა და სარწმუნოების მიმართ და მოგვანიჭოს დიდი წყალობა! კითხვა:  მამა სამოელ, უკვე მე-10 წელია, ვცხოვრობ ესპანეთში. ღვთის წყალობით, კარგი სამსახური მაქვს და ოჯახს არ ვაგრძნობინებ სიდუხჭირეს, მაგრამ...

 

 

მთავარი გვერდი

როგორ ავიღოთ საბუთები საქართველოში ჩამოუსვლელად

  როგორ მივიღო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა სახლიდან გაუსვლელად? სახლიდან გაუსვლელად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად, საჭიროა იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი...

 ჯემალ აჯიაშვილი  გამოიღვიძე ქნარო (ნაწყვეტი წიგნიდან)

ექვსი მილიონი ებრაელი შეიწირა ამ ომმა...  ექვსი მილიონი დაღუპულიდან მილიონნახევარი ბავშვია. მათ სახელზე მუზეუმში ერთადერთი სანთელი ანთია...

                                                            დაწვრილებით...

 

წერილები ათენიდან

პასუხები მამა სამოელისგან

      კითხვა:  როდის უნდა მივმართოთ სევდას? პასუხი: სევდა დროულია მაშინ, როდესაც ინანიებ ცოდვებს, სხვა შემთხვევაში კი უსარგებლოა;   კითხვა:  რა ვნება მოაქვს ნაღველს და როგორ გავერიდოთ მას? პასუხი: ნაღველი აბნელებს გონებას, თესავს სულმოკლეობას, შიშსა და...

ციური ზვიადაური - მონატრება

    საქართველოს მონატრება დიდია, იმდენად დიდი და დაუტეველი, რომ ხანდახან მიფიქრია, იქნებ ამ გრძნობას სხვა სახელი ქვია მეთქი.  ნოსტალგია? - მოთოკილია და გაგიჟების ეშინია! წარსული? - მიძინებულია! კი, მიძინებულია და მაინც... ტკბილი მოგონებები ყელში ტკივილად მიჭერს და ცრემლებს...

მიწის ძალა

       ტაში შემოკრა სამეზობლომ და სამეგობრომ, როცა შეიტყეს გადაწყვეტილება ჩემი საბერძნეთში გამგზავრებისა. _ მალადეც, დაია შენე, აპა, ვერ ვეღირსებით ჩვენე თოხის ხელიდან გაგდებას, მაგდენი ფული წინ რომ დაგვიდო, გონია ქეც ვერ დავითვალოთ თუ არა, წასასვლელად ვინ გვაღირსებს! _...

კიფსელის ჩიტი

     ზაფხულის ხვატი იდგა ელადაში. განსაკუთრებით ეს ათენის ცენტრში იგრძნობოდა. კიფსელის ქუჩიდან მომდგარ აუტანელ სიცხეს გავერიდე, საწინააღმდეგო მხარეს გავუყევი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. შუადღე გადასული იყო (ასე ვთქვათ _ აპოგევმა), ჩემს სამშობლოში რომ სამხრობას იტყვიან. ჩემი...

Didi Kavshirebi Slideshow: Great’s trip to Tbilisi, Georgia was created by TripAdvisor. See another Tbilisi slideshow. Create a free slideshow with music from your travel photos.

აჭარული ხაჭაპური

რეცეპტი მომზადებულია http://marryg.weebly.com-ის მიხედვით!

ქართული სამზარეულო

ფენოვანი ხაჭაპური

მასალა მომზადებულია receptebi.blogspot.com- ის მიხედვით!

თქვენი კომენტარი!

Date: 02/04/2013

By: marina gogaladze

Subject: marianagogaladze@hotmail.com

gaixaret saqartvelos dakargulo shvilebo. imedia dadgeba dro roca sgevikribebit kvela ertian saqartveloshi.

Date: 04/06/2012

By: makvala

Subject: m.davladze@.ru

სამშობლოვ! ჩემი მზე და ხატი ხარ!
უფლისციხესთან ვჩურჩულებ ლოცვით,
ქართველთა მოდგმის ჩირაღდანი ხარ
ჩვენი ცხოვრების ჭიდილთან ხვედრი!
ძვირფასო მკითხველნო! მინდა მოვეფერო ყველა ქართველს,ვინც თავის სამშობლოს მონატრებული ცრემლნარევი ლოცვით სანთელს დაუნთებს.....სევდანარევი,ნაღვლიანი თვალებით გაჰყურებს გზას,რომელსაც სამშობლომდე მოვყავართ....გზას გამართლებულს,სწორუპოვარს და მშობლიურს....

Date: 15/04/2012

By: ორჰან ბერიძე

Subject: orhansardag_beridze@hotmail.com

გილოცავთ ქრისტიან მეგობრებს აღდგომას! ჩვენ თურქეთის ქართველები ვართ. საქართველო ჩვენი მშობლიური მხარეა. გვინდა ჯარები გაიყვანოს რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ჩვენი და-ძმები უკან უნდა დაბრუნდნენ. ისინი ყოველთვის ძმურად ცხოვრობდნენ ერთად, სანამ რუსები არ ჩაერივნენ. ჩვენ გვინდა მშვიდობა იყოს საქართველოში და მთელ კავკასიაში!
გვინდა, ყველა ადამიანი მშვიდობიანად ცხორობდეს თავის სამშობლოში!
გისურვებთ დემოკრატიულ, პოლიტიკურად, ეკონომიკურად ძლიერ საქართველოს! გილოცავთ ასევე გუშინდელ დედა ენის დღეს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ დედასამშობლოს, საქართველოს! გაუმარჯოს დედა ენას! მადლობა ღმერთს, რომ ქართველები ვართ და ვისაც ქართველობა რცხვენია, ვაი იმას! ვინც საქართველოს ებრძვის, არც კი იცის, რომ დამარცხებულია!
გაუმარჯოს, ჩვენს ჯიშს, განსაკუთრებულ მოდგმას! გაუმარჯოს ჩვენს დედასავით საყვარელ დედა სამშობლოს და დედა ენას!!

Date: 26/03/2012

By: ორჰან ბერიძე

Subject: orhansardag_beridze@hotmail.com

გაუმარჯოს ჩვენს ჯიშს, განსაკუთრებულ მოდგმას!!!

New comment

მანანა არონაშვილი

,,გიჟი ჟოზეფინა" ანუ ჰიდრა

ინგა ბასიაშვილი - ბებოს საჩუქარი

დღეს კუკიის სასაფლაოზე

ვიყავი... ჩემი

გამზრდელი ბებიისა

და პაპის საფლავები

მოვინახულესაკმელი

და სანთელი დავუნთე,

 გავასუფთავე და

ყვავილებიც დავრგე...

                       ვრცლად..

 

 

გილოცავთ   ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლას! ჩვენთან არს ღმერთი!

სიახლე!!!

რეზო ჟღენტი - სიბრძნე დენ ბრაუნისგან

ყველაფერი შესაძლებელია. შეუძლებელი უბრალოდ ბევრ დროს მოითხოვს.

,,დასატოვებელი ნუგეშის" ისტორია

"ერთ დღეს მე და ჩემი მეგობარი პატარა ყავახანას ვესტუმრეთ, შეკვეთა მივეცით და სანამ ჩვენს მაგიდამდე მივიდოდით ორი ადამიანი შემოვიდა და ყავა შეუკვეთა: "ხუთი ფინჯანი ყავა თუ შეიძლება, – ორი ჩვენთვის და სამი 'დასატოვებლად'. გადაიხადეს შეკვეთის საფასური და წავიდნენ" ასეთმა ქცევამ ძალიან გამაკვირვა და...

პატრიარქმა უცხოეთში მყოფი ქართველები ღვთისმშობელს შეავედრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უცხოეთში მყოფი ქართველები ღვთისმშობელს შეავედრა.  ამ წუთებში სამების ტაძარში ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ღვთისმშობლის პარაკლისს ატარებს. პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით...

გთავაზობთ ახალ რუბრიკას ემიგრანტებისათვის "ვეძებ სამუშაოს"

ამოქმდდა ახალი რუბრიკა ემიგრანტებისთვის "ვეძებ სამუშაოს" იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ვებსაიტი აწყდება ყოველდღიურ მიმოწერაში უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან. ჩვენი ვალია, დავეხმაროთ ერთმანეთს და ზოგჯერ გაუსაძლისი გაჭირებით გამოწვეული სიცოცხლე შესაძლებელი გავხადოთ სხვისთვის. ამიტომ...

ძვირფასო მეგობრებო!

ველით თქვენს წერილებს, მოკითხვას, სურვილებს, შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებებს!

ნუ დაიშურებთ დროს და ემოციებს. მოგვწერეთ და სიამოვნებით დაგითმობთ ადგილს ჩვენს ვებსაიტზე.

რა ლამაზი ხარ, სამშობლო!

მიწის ძახილი

გიორგი ყოჩიაშვილი

ვისაც საქართველო უყვარს და მისი ტკვილი სტკივა, ის ჩემიანია. მე მესმის მისი, ვგრძნობ მას, ის მოყვასია ჩემი! ჩვენ ერთად გვტკივა და გვიხარია. დებო და ძმებო, დაბრუნდით სამშობლოში! მიწის ძახილი მძლეთამძლეა!

საუბრები ეგვიპტიდან

ნილოსი - აფრიკის ,,ცისფერი სისხლძარღვი''

      უკვე წელიწადზე მეტია, ეგვიპტის პოლიტიკური ცხოვრება მთლიანად ტახრირის მოედანზეა კონცენტრირებული. მიუხედავად ყველაფრისა, ტურისტული სეზონი მაინც დაიწყო და უძველესი ცივილიზაციის მონახულების მსურველები დაიძრნენ ამ მშვენიერი ქვეყნისკენ. შესაძლოა, ეგვიპტე დღეს უფრო საინტერესო...

news

ნიკო ნადირაშვილი – პატარა საქართველო ამერიკაში

  ორიოდე დღის წინ ნიუ-იორკის ქართულ რესტორან "თბილისში" მეგობრებმა დამპატიჟეს... სუფრასთან ჩამაცივდნენ გინდა თუ არა, უნდა დაუკრაო... ვიცოდი, არ მომეშვებოდნენ და მეც დავუკარი  ლაღიძის ,,ჩემო კარგო ქვეყანავ".  რაც ამერიკაში ვცხოვრობ, დაკვრის დროს თვალები მეხუჭება... შუა დაკვრაში...

მანანა არონაშვილი, ისრაელი

ისრაელში ელვის სისწრაფით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოდან აგვისტოს ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცები ჩამოიყვანეს საოპერაციოდ და სამკურნალოდ. საქარ­თველოდან ამოსული ქართველი ებრაელობა კიდევ ერთხელ შეიკრა. ვალდებულებად გავიხადეთ მათზე მზრუნველობა...

სრულად 

ორჰან ბერიძე თბილისში

didi kavshirebi

 

დიდ  მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა ჩვენთან. განსაკუთრებით -  ჩვენს საკუთარ კორესპონდენტებს ისრაელიდან - მანანა არონაშვილს, საფრანგეთიდან - ოთარ პატარიძეს, თურქეთიდან - ორჰან ბერიძეს, ფერეიდნიდან - აბდულყასიმ აჰმადს, აშშ-დან მარინე ცარციძეს,..

ბათუმური რიტმები

Homepage

იყიდება

  სააგარაკე მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში, ულამაზესი ხედით. 2000კვ.მ ფართობის.      ფასი - 1კვ.მ 20 დოლარი. ტელ - 995 598 415 413

03/06/12 new

ქართველები ისრაელის წმინდა მიწაზე

მზია წურწუმია: ''ვლოცულობ სამშობლოზე და ოჯახზე! მენატრები საქართველო!

გილოცავთ!

გილოცავთ თამარობას

სრულიად საქართველოს და უცხოეთში გაფანტულ ემიგრანტებს მოგილოცავთ თამარობას! ამ დღის მადლი შეგწეოდეთ!  

ნიკო ნადირაშვილი

ნიკო ნადირაშვილი, მე - ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი...

  სანამ ქართველი ერი იარსებებს, არც სალამური დადუმდება! მე ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ იმ ულამაზესი და მისი უდიდებულესობა ქართული კულტურისა, რომელიც ღმერთმა შექმნა ჩვენი ერისათვის! ვიდრე პირში სული მიდგას, ყოველი ქართველისათვის და ქართველთა მოყვარულთათვის ვიგალობებ ქართული სალამურით! თუ...

news

ჯემალ აჯიაშვილი გამოიღვიძე ქნარო (ნაწყვეტი წიგნიდან)

        `იად ვა შემი~(ხსოვნა და სახელი)  მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის მუზეუმია იერუსალიმში. ექვსი მილიონი ებრაელი შეიწირა ამ ომმა...  ექვსი მილიონი _ მსოფლიო ებრაელობის თითქმის ნახევარი. ამ მხრივ ყველაზე მეტი მსხვერპლი საბჭოთა კავშირის ებრაელობამ...

მანანა არონაშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრა ქართველ ებრაელობასთან

   საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრა ქართველ ებრაელობასთან აქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრა ქართველ ებრაელობასთან 2012 წლის 20 თებერვალი... ამ დღეს რაღაც საოცარი სხივი და ნათელი - როგორც ებრაულად იტყვიან, „შეხინა“ - იდგა. ყველანი...



საზოგადოება

ოთარ პატარიძე - ემიგრაციის რევანში (ნაწილი II)

    -დიახ, ახლა უკეთ ვსაუბრობ ქართულად, ვიდრე პირველად რომ ჩამოვედი, ვიდრე ათი დღის წინ, ვიდრე გუშინ... ხშირად ვაპირებ სტუმრობას, თუმცა ვიცი, რომ მაინც გამიჭირდება საკუთარი ხალხის გაგება ყველაფერში - ევროპული კულტურის მატარებელი ვარ, ქართველად მოვიკოჭლებ... რადგანაც ძალიან ძნელია...

ორჰან ბერიძე - მსოფლიოში მცხოვრებ ქართველებს!

    მსოფლიოში მცხოვრებო ქართველებო, ნება მომეცით, ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლების და დიასპორის დღე. ეს ღირსშესანიშნავი თარიღები ერთგვარი მეგობრობის ხიდია საქართველოსა და მსოფლიოში მცხოვრებ ჩვენებურებს შორის. მე თურქეთის ჩვენებური ქართველი ვარ. ძალიან...

ქაზიმი ორჰან ბერიძის თვალით

  არცთუ ისე ადვილი იყო მაშინ თურქეთში აუდიტორიის ყურადღების მიქცევა, მაგრამ ქაზიმმა ეს მოახერხა, ლაზური მუსიკა არაჩვეულებრიც სიმფონიად აქცია. ლაზურ მუსიკას გასულ წლებში აქა-იქ სოფლებში თუ გაიგონებდით და ისიც ორიოდე ქამანჩაზე დაკვრით, ქაზიმმა კი ლაზურ მუსიკას სიცოცხლე შთაბერა და ჩვენამდე...

შეხვედრა თბილისის ებრაულ სათემო სახლში

14 მაისს თბილისის ებრაულმა სათემო სახლმა უმასძპინძლა ისრაელის დელეგაციას. ღონისძიებას უძღვებოდა თბილისის ებრაული სათემო სახლის კოორდინატორი ქალბატონი ზაირა დავარაშვილი, რომელიც დიდად მოესიყვარულა სტუმრებს, განსაკუთრებით კი პოეტ თინა შიმშილაშვილს და აშდოდის კულტურის სახლის დირექტორს,...